ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხემდე მსვლელობა ეწყობა

"თავისუფლება ნიკა მელიას"- ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები თბილისში აქცია-მსვლელობას მართავენ.

ავტო-კოლონამ მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და რუსთავის ციხესთან დასრულებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნიკა მელია იმყოფება. 

აქტივისტების განცხადებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარია და ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.