ნიკა მელიას სარჩელს ჯერ დასაშვებობის ეტაპიც არ გაუვლია - პაპუაშვილი

ნიკა მელიას სარჩენს ევროპულ სასამართლოში ჯერ დასაშვებობის ეტაპიც არ გაუვლია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით ცდილობს ახალი თემის წამოწევას. 

"პროცედურულად იცით, რომ სარჩელის შეტანა ფორმალურად თუკი ის გამართულია ხდება მისი შესწავლა, ახლა არის ეს ეტაპი, რომ სარჩელის შესწავლა ხდება, კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, ასე რომ, მას ჯერ დასაშვებობის ეტაპიც არ გაუვლია. ეს არის უბრალოდ მცდელობა, რომ ახლა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით კიდევ რაღაც აწიონ თემა, გარწმუნებთ, რომ შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ, ყველაფერი მოხდა ჩვენ თვალწინ, ჩვენ თვალწინ ვნახეთ როგორ არღვევდა კანონს ნიკა მელია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საქმე ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.