ნიკა მელიასთან საპატიმრო დაწესებულებაში ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი მივიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიასთან შესახვედრად ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი მივიდნენ. მათი თქმით, საუბრის მთავარი საკითხი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და მელიას გირაოთი გათავისუფლების საკთხია. 

მანამდე "ნახიონალური მოძრაობის" დაკავებულ თავმჯდომარესთან შეხვედრები ოპოზიციის სხვა წევრებმაც გამართეს. ნიკა მელიასთან კონსულტაციები გამართეს გიორგი ბოტკიველმა, ბაჩუკი ქარდავამ, კობა ნაყოფიამ, თამარ კორძაიამ, თინა ბოკუჩავამ და ხატია დეკანოიძემ. ასევე მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და სალომე სამადაშვილმა.