ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა