"ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყო.

პარტიის ლიდერები პოლიტსაბჭოს სხდომაზე არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც ცნობილია, გუნდის წევრები იმსჯელებენ მერობის კანდიდატებზეც.