ოქრუაშვილი სანიკიძეზე: ურჩიეთ, რომ სისულელეების ლაპარაკი ქვეყანას აზიანებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.