ოკუპანტებმა 60 წლის კაცი დააკავეს

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 60 წლის ზურაბ დათიაშვილი უკანონოდ დააკავეს. 

ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.