ოკუპანტების მიერ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია - სუს-ი

შიდა ქართლში, სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ დაკავებული 60 წლის ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია.

ამის შესახებ report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქე, ზურაბ დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.