ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. 

მომიტინგეებმა ე.წ. უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურ მართვაში, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში ადანაშაულებენ.