საქართველოს ელჩი და ესტონეთის შს მინისტრი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარტ ჰელმესთან, -ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები; საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკას და ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელობას. ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.