ოპოზიცია კიდევ ერთხელ იკრიბება

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. 

შეკრების მიზანი ე.წ. ლოქდაუნის პირობებაში ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, განხილვის მთავარი თემა იქნება პარლამენტის პირველი სხდომა, ანუ როდის უნდა შეიკრიბოს "ქართული ოცნება" ერთპარტიულად და რას აპირებს იმ დღეს ოპოზიცია.