ოპოზიცია "ლელოს" ოფისში კონსულტაციებს მართავს

ფასილიტატორ ელჩებთამ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე ოპოზიცია "ლელოს" ოფისში შეიკრიბა და კონსულტაციებს მართავს. 

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.