ოპოზიცია მე-2 ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ოპოზიცია მე-2 ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ არშეგუება და მიუღებლობა გამოიხატება აქციებით, ამის შემდეგ ცესკოც უნდა შეიცვალოს და ყველა ის ადამიანი ვინც ფულს არიგებს. ამ საარჩევნო პოლიტიკურ ვითარებაში მე-2 ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატთან ერთად ელენე ხოშტარია არჩევნების მე-2 ტურშია გასული. ამ დროისთვის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს 35,51% აქვს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ნოდარ ტურძელაძეს კი 41,88%.