ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა

ოპოზიციურმა პარტიებმა 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა. მათი თქმით, ამ დრომდე დემონსტრაციები და შეხვედრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. 

"გადავდივართ პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე”, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდან და თბილისიდან პარლამენტის შენობასთან 15 მაისს შეიკრიბება.