ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის.
„საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - რასაც თამარ ჟვანიას და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს. ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.