ოპოზიციის ლიდერები ევროპარლამენტარებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სტრატეგიას წარუდგენენ

დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპარლამენტარებს ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან. ისინი განიხილავენ სტრატეგიას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენაა მიმართული.

„იმედი გვაქვს, რომ ისინი [ევროპარლამენტარები] გაარძელებენ საქართველოში დემოკრატიის პროცესისა და დიალოგის მხარდაჭერას. ეს არის ამ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. ხელისუფლების უნდა ეყოს საღი აზრი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას და გაითვალისწინოს ევროპელი პარტნიორების გზავნილები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.

შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.