ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციიდან კენჭს იყრიან: შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი.

ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ შერეული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტებს არ დააყენებენ.