ოპოზიციის სამოქმედო გეგმა: გარდამავალი მთავრობის პირობებში ჩატარდეს არჩევნები

ერთად  ერთის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ სლოგანით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შოთა დიღმელაშვილმა გააცნო. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. დიღმელაშვილის თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს გარდამავალი მთავრობის პირობებში.  

შოთა დიღმელაშილის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა.