ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებზე არასამთავრობოები შეშფოთებას გამოთქვამენ

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

თხუთმეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების რიტორიკა აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით. 

"მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი არ გახდნენ," - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

ცნობისთვის, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ქმედება, რომლებიც საბოტაჟით არიან დაკავებული, სათანადო რეაგირებას საჭიროებს.