ოპოზიციური პარტიის ლიდერები ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ მოქალაქეების“ ლიდერები.

როგორც, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებს ოპოზიციის მოთხოვნებს წარუდგენენ, რომელზეც გუშინ, კიდევ ერთხელ,  „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ.