ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავში მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძე წარადგინეს

ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავში მერობის კანდიდატად ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე წარადგინეს. წარდგენას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოსა და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერები.

დავით კირკიტაძის თქმით, მათი გაამრჯვების შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობა იქნება კოალიციური და რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებით.

თავის მხრივ კირკიტაძემ სხვა კანდიდატბი წარადგინა, კერძოდ: საკრებულოს თავმჯდომარსაკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება ნინო იმერდაშვილი, რომელიც, ასევე იქნება მეორე საარჩევნო ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ლელოდან; პირველ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნანა შატბერაშვილი; მესამე ოლქში კანდიდატი იქნება ნიკა გაბატაშვილი გირჩი - მეტი თავისუფლებიდან; მე-7 ოლქში კანდიდატი იქნება თინა ლოცულაშვილი; მე-6 ოლქში საერთო კანდიდატი იქნება ლელოს თავმჯდომარე რუსთავში ნათია მანჯგალაძე; მე-5 სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატი იქნება ვახო ქებაძე ევროპული საქართველოდან; მე-4 ოლქში კანდიდატი იქნება ამირან მიქაძე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.