ორი დღის განმავლობაში შესაძლოა კონკრეტული შეთანხმება შედგეს - მამუკა მდინარაძე

"პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც და ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ასევე აშშ-ის ელჩის დამოკიდებულებამ და მათმა შრომამ მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პოზიციებს შორის არსებობს გადაკვეთის წერტილი და მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესაძლოა უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგეს. 

"ოპოზიციასაც და ჩვენც მოგვიწევს, რომ გარკვეული კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე მედიაციის პროცესში და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების დადებას მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.