მდინარაძე: მოქალაქეებისთვის შემაკავებელი ფაქტორი შესაძლოა 20 ლარიც იყოს

"პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმაც შეიძლება, შემაკავებელი ფაქტორი იყოს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჯარიმის თანხის ოდენობაზე მმართველმა გუნდმა იმსჯელა.

"შემოთავაზებული იყო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა. მაგრამ, როცა გუნდმა ამ თემაზე იმსჯელა, მიიჩნია, რომ 20-30 ლარის ფარგლებში ჯარიმა აბსოლუტურად რელევანტურია და პრევენციულ მიზნებს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, არამედ პრევენცია და საფრთხის თავიდან აცილება, შესაბამისად, ჯარიმის შედარებით მცირე რაოდენობა ამ პრევენციას უზრუნველყოფს და მოქალაქეებისთვისაც შემაკავებელი ფაქტორი შესაძლებელია 20 ლარიც კი იყოს", – განაცხადა მდინარაძემ.