,,ოცნების" ოფისთან სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობას აპროტესტებენ, მათ ადგილზე ბანერი აქვთ გაშლილი: ,,თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.

ცნობისთვის, ,,ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა 20:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. 

როგორც ცნობილია, განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი ნიკა მელიას საქმე იქნება.