"ოცნებამ" წინანდალში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

წინანდალში "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის – პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.