"ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.