პარალელური დათვლის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.8% მიიღო

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. 

შედეგების მიხედვით მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.8% მიიღო, ხოლო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26.4%.

წარმოგიდგენთ პარალელური დათვლის შედეგებს. 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ცხრილში მითითებულია თითოეული სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალური შედეგი( 95%-იანი სანდოობის ინტერვალით).

"„სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან," - აცხადებს ISFED..