პარლამენტმა თეა წულუკიანს დეპუტატის მანდატი შეუჩერა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს თეა წულუკიანს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა.

წულუკიანის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა.

საარჩევნო სიის მიხედვით, თეა წულუკიანი პარლამენტში ნინო იობაშვილმა უნდა შეცვალოს.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის 64-ე ნომერი ნინო იობაშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.