პარლამენტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 18 ივნისს მოუსმენენ.

ომბუდსმენი დეპუტატების წინაშე 2020 წლის ანგარიშით წარსდგება.

სახალხო დამცველის ანგარიში 486 გვერდს მოიცავს და ის ადამიანის უფლებების მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ეხება.