პარლამენტი დღს ცესკოს თავმჯდომარესა და ორ წევრს 6 თვის ვადით აირჩევს

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს 6 თვის ვადით აირჩევს.

ამჯერად მათ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა, ანუ 76 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა კენჭისყრა სამჯერ უკვე ჩავარდა, მაგრამ კანდიდატებმა ხმათა საკმარისი რაოდენობის მიღება ვერ შეძლეს.

ცნობილია, რომელ კანდიდატურებს უჭერს მხარს "ქართული ოცნების" უმრავლესობა.  წინა კენჭისყრებზე მმაართველმა პარტიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს დაუჭირა.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.