პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 

ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.