პარლამენტის სხდომას პრეზიდენტი გახსნის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. 

რეგლამენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

ცნობისთვის, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.