პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე აღარ ეყოლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილის ნაცვლად 3 ეყოლება. ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება. 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ჰყავს – ხუთი უმრავლესობის წევრია, ორი ოპოზიციის წარმომადგენელი.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.