პარლამენტის წინ აქციისთვის ემზადებიან - PHOTO

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. პარლამენტის წინ აქციის დაწყება 18:00 საათზე იყო დაანონსებული. 

ადგილზე მიმდინარეობს სცენის მოწყობა. აქციაზე ოპოზიციის ლიდერების მისვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეორე დღეა იმართება. 

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხდებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.