პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, პარლამენტის შენობასთან აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. 

საკანონმდებლო ორგანოსკენ ოპოზიციის წევრები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის რამდენიმე ადგილიდან დაიძრნენ. 

პარლამენტთან უკვე დაიწყო სიტყვით გამოსვლები. 

დღევანდელი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმართება.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.