პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის გადადგომა ცნობად მიიღო

პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ცნობად მიიღო.

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადებები დასრულდება, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.

ამ წუთებში სხდომაზე განცხადებები კეთდება.