პარლამენტმა ორი ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტში 7- წევრიანი ფრაქციის - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა" და 32 წევრიანი ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" შექმნას კენჭი უყარა.

დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფის - "ევროპელი სოციალისტების" შექმნას.