პარლამენტმა უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

პროექტით, უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა. ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.