პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აირჩია

პარლამენტმა, ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს მხარი 79 დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა.