პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა გრძელდება. 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 5 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.