პარლამენტში გიორგი გახარიას ანგარიშს უსმენენ - VIDEO

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ესწრება.

ბოლო დროის განმავლობაში, ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

გასულ თვეში პრემიერი პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კოვიდ-ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია.