პარლამენტში ხვალ სესია არ ჩატარდება

პარლამენტში, ხვალ სესია არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით საჩქარო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია, ამიტომ სესიის ხვალ ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობს.

„ვინაიდან ძირითადი საკითხები, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ჩვენ დღეს განვიხილეთ და კენჭისყრები ჩავატარეთ, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, ასევე მინისტრის საათი და კენჭისყრები, რომელიც უკავშირდება უკვე საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ არის იმდენად საჩქარო საკითხი, როგორიც იყო კომიტეტების საქმიანობის განახლებისთვის. დღის წესრიგში იყო ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები და მათი ინიციატივები, ვინაიდან ისინი სხდომას არ ესწრებიან, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, რომ ხუთშაბათს დილით განვაახლოთ სხდომა, ანუ ხვალინდელი დღე რეალურად საკითხების განხილვისთვის აღარ იქნება საჭირო, გთავაზობთ, თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება ამაზე, რომ ხუთშაბათს დილიდან განვაახლოთ სხდომა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკანონმდებლო ორგანო სხდომას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს გამართავს.