პარლამენტში ხვალ ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში, ხვალ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ. გამოსვლას არ დაესწრება ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

შესაბამისად, ივანე მაჭავარიანი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

.