პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დავით ზალკანიანს მოუსმენენ

17 ოქტომბერს, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ. მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება დეპუტატების წინაშე. 

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ასევე იგეგმება ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა.

ნოემბერში კი დეპუტატები ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ. დეკემბერში პარლამენტის წინაშე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარსდგება.

რეგლამენტის შესაბამისად, "მინისტრის საათის" ფორმატში, მინისტრები პარლამენტში მოხსენებით მიდიან და კანონმდებელთა კითხვებს პასუხობენ.