პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან - კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  პარლამენტში შესვლის საკითხი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია.

„კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა და ჩვენ „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.