პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ორ კანდიდატს - ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო სანდოძისა და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურები 2021 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა.