პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს სავარაუდოდ, ირაკლი ზარქუა შეცვლის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი ზარქუაა.

აღსანიშნავია, რომ ზარქუა „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში წარმოადგენს და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს. იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო - თემურ გოცირიძე შეცვლის.

ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასული დეპუტატია, სადეპუტატო მანდატს ტოვებს.