პარლამენტთან დიდი კარავი გაშალეს - PHOTO

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დიდი ზომის კარავი გაშალეს, რომელიც ორგანიზატორების თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი რუსთაველის გამზირზე იქნება, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

მისივე თქმით,  ოპოზიცია გამარჯვებისთვის საჭირო კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს  ხვალ გაახმოვანებს.

რუსთაველის გამზირზე, სადაც მესამე დღეა, აქცია მიმდინარეობს, უკვე გაშლილია მცირე ზომის კარვები.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.