პარლამენტთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.

ადგილზე შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ენმ-ს თავმჯდომარემ მიმართა და თქვა, რომ აქცია ხვალ, 10 ნოემბერს, 4 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. 

ნიკა მელიას ინფორმაციით აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან. მე-4 ლოკაციის მისამართი კი მან განგებ არ დაასახელა.

"ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.