პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - PHOTO

პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. 

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეინიშნება სახანძრო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების მობილიზებაც.

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. 

საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ. სადაც მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

აქცია 19:00 საათზე დაიწყება და იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირებაც, ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.